ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საჯარო ლექცია/დისკუსია თემაზე: საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული პოლიტიკა და საჯარო სამსახურის რეფორმა

ღონისძიებები

17 მარტს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში ილიაუნის სტუდენტებისთვის გაიმართება საჯარო ლექცია/დისკუსია თემაზე:„საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული პოლიტიკა და საჯარო სამსახურის რეფორმა“.

საჯარო ლექცია/დისკუსია გაიმართება საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საჯარო სამსახურის ბიუროს ერთობლივი კამპანიის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტების ინფორმირებას ანტიკორუფციულ საკითხებთან დაკავშირებით. ანტიკორუფციულ საკითხებზე საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, დასვან შეკითხვები და გამართონ დისკუსია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკასა და სტრატეგიული დოკუმენტების, ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივასა და საჯარო სამსახურის სფეროში მიმდინარე რეფორმების შესახებ. აღნიშნული კამპანია გაგრძელდება მომავალშიც და მოიცავს საქართველოში ავტორიზებულ ყველა უმაღლეს სასწავლებელს.

საჯარო ლექციის/დისკუსიის დღის წესრიგი და განრიგი იხილეთ თანდართულ ფაილებში.

ანტიკორუფციულ საკითხებზე საინფორმაციო კამპანიის შესახებ სრული ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://tcj.gov.ge/ka/news/211/

დრო: 17 მარტი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32)

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები