ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საჯარო ლექცია:„ამერიკის პოლიტიკური კულტურა ტრამპის ერაში“

ღონისძიებები

15 დეკემბერს, 18 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში მერსერის უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი კრის გრანტი გამართავს ლექციას თემაზე: „ამერიკის პოლიტიკური კულტურა ტრამპის ერაში“.

ლექციაზე საუბარი იქნება იმ ფაქტორებზე, რომლებმაც ხელი შეუწყო აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის არჩევას, ასევე გაიმართება დისკუსია იმის შესახებ, როგორ გავლენას ახდენს ამერიკის პოლიტიკურ კულტურაზე ტრამპის პრეზიდენტობისას მომხდარი ცვლილებები.

მომხსენებელი კრის გრანტი გახლავთ მერსერის უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების დეპარტამენტის თავმჯდომარე და პროფესორი. დოქტორის ხარისხი მან მიიღო ჯორჯიის უნივერსიტეტში და მისი ბოლო პუბლიკაცია ეხება თემას: "No Longer Ruled by Rustics: Georgia Politics in the 21st Century."

დრო: 15 დეკემბერი, 18 საათი

ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

 

ბანერები