ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საჯარო ლექცია „ზოოპარკი და ცხოველთა კეთილდღეობა“

ღონისძიებები

16 აპრილს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინიციატივით გაიმართება საჯარო ლექციების კურსის „ყველაფერი შინაური ცხოველების შესახებ“ მორიგი ლექცია თემაზე „ზოოპარკი და ცხოველთა კეთილდღეობა“.

ლექციას თბილისის ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი მზია შარაშიძე წაიკითხავს.

ლექციის ძირითადი თემებია: 

  • „თბილისის ზოოპარკი საფრთხეში მყოფი სახეობების გადასარჩენად“ – თბილისის ზოოპარკის კონსერვაციული პროექტები;
  • ცხოველთა დაცვა და შემოწირულობა – საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, სამოქალაქო თვითშეგნების ჩამოყალიბება, სოციალური პასუხისმგებლობის წახალისება;
  • „კეთილი სურვილები“ თუ?.. – ცხოველთა მოყვარულები და მათი „კეთილი“ სურვილები. სჭირდებათ თუ არა ცხოველებს ის, რაც სჭირდებათ ადამიანებს?
  • „მაიმუნს რამდენად გაყიდით?“ – გარეული ცხოველი სახლში – საკუთარი სიამოვნება, თუ ცხოველის კეთილდღეობაზე ზრუნვა?
  • ცხოველთა ყოფის გამდიდრება – ზოოპარკის პერმანენტული აქტივობები ცხოველების ყოველდღიურობის გასამრავალფეროვნებლად.

საჯარო ლექციების კურსზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. კურსის დასრულების შემდეგ მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცემათ.


დრო: 16 აპრილი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია (გიორგი წერეთლის ქ. №1)

დასწრება თავისუფალია.

ბანერები