ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საჯარო ლექცია: „წინასაარჩევნო ეკონომიკური დაპირებების პოლიტიკური ბაზარი“

20 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 201 აუდიტორიაში ლიბცენტრის ეგიდით გაიმართება ეკონომისტ ირაკლი ყიფიანის საჯარო ლექცია: „წინასაარჩევნო ეკონომიკური დაპირებების პოლიტიკური ბაზარი“.

მომხსენებელი განიხილავს შემდეგ საკითხებს: წინასარჩევნოდ ამომრჩევლებისათვის შეთავაზებული ეკონომიკური დაპირებების მიზანშეწონილობა, რეალისტურობა და რელევანტურობა საქართველოს ეკონომიკისა და სოციალური ფონის გამოწვევებთან მიმართებაში.

დრო: 20 ოქტომბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: B201 აუდიტორია (ი.ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები