ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საჯარო ლექცია „წარსულის მედიაცია: ისტორიული დიალოგი, სამართლიანობა და შერიგება“

ღონისძიებები

20 ივნისს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება ქოლგეითის უნივერსიტეტის პროფ. ალექსანდრ კარნის საჯარო ლექცია თემაზე:„წარსულის მედიაცია: ისტორიული დიალოგი, სამართლიანობა და შერიგება“.

მომხსენებლის შესახებ

ალექსანდრ კარნი, ქოლგეითის უნივერსიტეტის (აშშ) ასოცირებული პროფესორი, ავტორია წიგნისა „წარსულის მედიაცია: ევროპის ჰოლოკოსტის კომისიები და ისტორიაზე უფლება“ (ვისკონსინის უნივერსიტეტი, 2009) და თანარედაქტორი (ელაზარ ბარკანთან ერთად) წიგნისა „შეცდომების სერიოზულად მიღება: ბოდიშის მოხდა და შერიგება“ (სტენფორდის უნივერსიტეტი, 2006). მისი სადოქტორო დისერტაცია შეისწავლის საკუთრების დაბრუნებასა და ნაციონალურ იდენტობას პოსტსაბჭოთა აღმოსავლეთ ევროპაში;მისი კვლევითი ინტერესებია: ისტორიის პოლიტიკა, ისტორიული კომისიები და ისტორიული შერიგება.

ღონისძიების მოდერატორია პროფესორი კარმენ შაიდე, ბერნის უნივერსიტეტი (შვეიცარია).

საჯარო ლექციას მართავს ბერნის უნივერსიტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით პროექტის „წარსულის გახსენება ამჟამინდელ კონფლიქტებში: სამოქალაქო საზოგადოება და სადავო ისტორია (1991-2017)“ ფარგლებში.პროექტს აფინანსებს შვეიცარიის სახელმწიფო სამეცნიერო ფონდი.  

ლექციის შემდეგ გაიმართება მიღება.

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 20 ივნისი, 18:30 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. N1)

დასწრება თავისუფალია.

ბანერები