ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საჯარო ლექცია „ვულკანიზმი და სიცოცხლის წარმოშობა – რა არის საერთო ამ ორ მოვლენას შორის?“

ღონისძიებები

4 ივლისს, 19:00 საათზე, ვაკის პარკის მედიათეკაში პროფესორი არჩილ მაღალაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას: „ვულკანიზმი და სიცოცხლის წარმოშობა – რა არის საერთო ამ ორ მოვლენას შორის?“

თემის მოკლე აღწერა

თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით ოკეანეების ფსკერზე აღმოაჩინეს წყალქვეშა ვულკანიზმთან დაკავშირებული ჰიდროთერმული გამოსავლები და მათ არეალში ცოცხალი ორგანიზმების სრულიად ახალი ფორმები. ამ აღმოჩენამ კარდინალურად შეცვალა წარმოდგენა სიცოცხლის წარმოშობაზე და მისი სხვა ციურ სხეულებზე არსებობის ალბათობა მნიშვნელოვნად გაზარდა. მოხსენება ეძღვნება ამ მიმართულებით თანამედროვე მულტიდისციპლინურ კვლევებს, მათ შედეგებს, მომავალ პერსპექტივებსა და უზოგადეს კავშირს გეოლოგიურ და ბიოლოგიურ პროცესებს შორის.


დრო: 4 ივლისი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ვაკის პარკი, მედიათეკა

დასწრება თავისუფალია.

ბანერები