ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საჯარო ლექცია „უნდობლობის მომენტები სამხრეთ კავკასიაში“

ღონისძიებები

7 დეკემბერს, პარასკევს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო გიწვევთ ფლორიან მიულფრიდის საჯარო ლექციაზე „უნდობლობის მომენტები სამხრეთ კავკასიაში“.

ფლორიან მიულფრიდის ლექცია მნიშვნელოვანწილად დაფუძნებული იქნება უნდობლობის ამსახველ ეთნოგრაფიულ მასალებზე, რომლებიც ძირითადად შეგროვებულია აფხაზეთში, კავკასიაში არსებულ თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში. აფხაზეთის საერთაშორისო არაღიარების გამო უნდობლობა დიდწილად ყოველდღიური ცხოვრების არსებითი და განუყოფელი ნაწილია. უნდობლობა კი გარდაიქმნება წარმოდგენად, თითქოს რაღაც დაფარულია ზედაპირს მიღმა, მაგალითად, ფარული დღის წესრიგი. ეს ეჭვი აღვივებს შეთქმულების თეორებს, მაგრამ, ამავე დროს, საშუალებას იძლევა, მიიღო ის ადამიანები, რომელთაც არ ენდობი და რომელთაგანაც თავის დაღწევაც შეუძლებელია. ურთიერთსაწინააღმდეგო მასალები საქართველოდან აჩვენებს, რომ უნდობლობა ფასადების მიმართ შესაძლოა საპირისპირო აზრსაც გულისხმობდეს: ფასადებს მიღმა სხვა არაფერია.

მომხსნებლის შესახებ
სოციალური ანთროპოლოგი ფლორიან მიულფრიდი ოც წელზე მეტია მუშაობს კავკასიის, განსაკუთრებით კი საქართველოს საკითხებზე. მას ეკუთვნის მონოგრაფიები: „უნდობლობის სქემები: გლობალური პერსპექტივა“ (გამოიცემა უახლოეს მომავალში), „სახელმწიფო და სახელმწიფოდ ჩამოყალიბება მაღალმთიან საქართველოში (2014) და „პოსტსაბჭოთა დღესასწაული: ქართული ბანკეტი გარდამავალ პერიოდში“ (2006, გერმანულ ენაზე); იგი „უნდობლობა: ეთნოგრაფიული მიახლოებითი მნიშვნელობების“ რედაქტორია (2018), წიგნის „წმინდა ადგილები, ახალი სივრცეები: რელიგიური პლურალიზმი პოსტ-საბჭოთა კავკასიაში (2018) – თანარედაქტორი ციპილმა დარიევასა და კევინ ტუიტესთან ერთად და გამოცემის „საბჭოთა პერიოდის ანთროპოლოგია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში“ (2012) თანარედაქტორი სერგეი სოკოლოვსკისთან ერთად.


დრო: 7 დეკემბერი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები