ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საჯარო ლექცია „ტყის მდგრადი მართვა და ზრდის მოდელები“

ღონისძიებები

22 ოქტომბერს, 11 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი G 106 აუდიტორიაში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: „ტყის მდგრადი მართვა და ზრდის მოდელები“.

მომხსენებლები:

გიგია ალექსიძე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

„საქართველოში ტყის მდგრადი მართვის კრიტერიუმები და ინდიკატორები“

ლარს დროსლერი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

„საქართველოში ტყის ზრდის შეფასებისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაცია“

 მარტინ გუდეშვედეთის აგრარულ მეცნიერებათა უნივერსიტეტი

„ახალი თაობის ზრდის მოდელები“

 თემის მოკლე აღწერა

საქართველოში ტყის მდგრადი მართვის კრიტერიუმებისა და ინდიკატორების, ასევე ქვეყნის ტყისა და მიწათსარგებლობის ატლასის (https://atlas.mepa.gov.ge/) წარდგენის შემდეგ მომხსნებლები განიხილავენ, როგორ შეიძლება აღნიშნული ინდიკატორების დაკავშირება ტყისა და მიწათსარგებლობის ატლასთან. ღონისძიების მეორე ნაწილში ისაუბრებენ ტყის ზრდის მოდელების ასაგებად საჭირო და ხელმისაწვდომ ინფორმაციაზე, როგორებიცაა მოპოვების ცხრილები, დისტანციური ზონდირების, ტყის ეროვნული ინვენტარიზაციისა და დენდროქრონოლოგიური მონაცემები და სხვ. დასასრულ წარმოადგენენ ტყის ზრდის მოდელირების უახლეს მიდგომებს, რომლებიც მიზნად ისახავს გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობას ტყის მდგრადი მართვის პროცესში.

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 22 ოქტომბერი, 11:00 საათი

ადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. N1), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

2018

ბანერები