ღონისძიებები
3 სექტემბერი, 2026
ღონისძიებები
30 ივლისი, 2026
ღონისძიებები
23 ივლისი, 2026
საჯარო ლექცია თემაზე:„ძაღლების მოშენების პრინციპები“
ღონისძიებები
15 მარტს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინიციატივით გაიმართება საჯარო ლექციების კურსის „ყველაფერი შინაური ცხოველების შესახებ“ მომდევნო ლექცია თემაზე: „ძაღლების მოშენების პრინციპები“.
ლექციას კინოლოგი და მომშენებელი სალომე მუჯირი წაიკითხავს.
ლექციის ძირითადი თემებია:
- ძაღლისა და ადამიანის ურთიერთობის ისტორია;
- შინაურ ცხოველთა პოპულაციის ზრდა და დღევანდელი რეალობა;
- რა სხვაობაა ძაღლების მოშენებასა და უკონტროლო გამრავლებას შორის;
- ვინ არის მომშენებელი;
- მომშენებლის ეთიკა და პასუხისმგებლობა.
ლექციების კურსზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. კურსის დასრულების შემდეგ მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცემათ.
დრო: 15 მარტი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. N1), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.