ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საჯარო ლექცია თემაზე: „რელიგიათა შორის დიალოგი“

ღონისძიებები

16 აპრილს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, აშშ-ის საელჩოსთან თანამშრომლობით, უმასპინძლებს ​პროფესორ მუჰამედ შაფიქს, რომელიც ჩაატარებს ლექციას თემაზე: „რელიგიათაშორის დიალოგი“.

უამრავი სტატიისა და რამდენიმე წიგნის ავტორი, მუჰამედ შაფიქი, რელიგიათა შორის ურთიერთობებისა და დიალოგის ცენტრის (Brian and Jean Hickey Center for Interfaith Studies and Dialogue) აღმასრულებელი დირექტორია; ის ასევე ორგანიზატორია რელიგიის, სამართლიანობისა და მშვიდობის თემაზე გამართული სიმპოზიუმისა, რომელშიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით 150 სწავლული მონაწილეობდა.

პროფესორი მუჰამედ შაფიქი მსმენელს გაუზიარებს საკუთარ გამოცდილებას რელიგიათა შორის ურთიერთობებთან დაკავშირებით.

დრო: 16 აპრილი, 14:00  საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ”ლიგამუსი”

დასწრება თავისუფალია.

ბანერები