ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

გლობალური მეწარმეობის კვირეული: საჯარო ლექცია თემაზე: „ქალები ტექნოლოგიებში“

ღონისძიებები

17 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე:  „ქალები ტექნოლოგიებში“.

 ღონისძიების ფარგლებში  მოწვეული სტუმრები:

  • ნანა დიხამინჯია – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი ინოვაციებისა და მეცნიერების პოპულარიზაციის მიმართულებით;
  • მარიამ რუსიშვილი – Quick Cash-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი;
  • მარიამ გაგუა – საქართველოს ბანკის Digital Product Owner;
  • ელენე ჟურავლიოვა – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ბიოქიმიის მიმართულებით.

 მომხსენებლები ისაუბრებენ შემდეგ თემებზე:

  • თანამედროვე ტექნოლოგიების მნიშვნელობა;
  •  ქალების ჩართულობა ტექნოლოგიურ სფეროში და გამოწვევები, რომლებსაც ისინი აწყდებიან;
  •  როგორ არის შესაძლებელი არსებულ გამოწვევებთან გამკლავება.

თუ დაინტერესებული ხართ ამ თემატიკით, 17 ნოემბერს, 19:00 საათზე,  შემოგვიერთდით ფაბლაბ ილიაუნის Facebook-ის გვერდზე.

შეხვედრა გაიმართება დისტანციურად და დასწრება შესაძლებელი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.

შეხვედრის ადგილი: ფაბლაბ ილიაუნის ფეისბუქგვერდი

#GEWILIAUNI #GEW2020 #Fablab #fablabiliauni

2020 წელი

ბანერები