ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საჯარო ლექცია თემაზე: „ოსიპ მანდელშტამი ქართულ კულტურაზე. ახალი ჰერმენევტიკა“

ღონისძიებები

17 ივნისს, 18:30 საათზე, წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი გიწვევთ შედარებითი ლიტერატურის საღამოზე. ინსტიტუტის წევრი, პროფ. გრიგოლ ჯოხაძე წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ოსიპ მანდელშტამი ქართულ კულტურაზე. ახალი ჰერმენევტიკა“.

ლექციის მიზანი დიდი რუსი პოეტის, ოსიპ მანდელშტამის (1891-1938) ნარკვევის – ,,ზოგი რამ ქართულ ხელოვნებაზე“ ხელახალი წაკითხვისა და გაანალიზების ცდაა. მანდელშტამი სამჯერ (1920, 1921, 1930 წწ.) იყო საქართველოში. პირველ ორ ვიზიტს პოეტმა რამდენიმე ესსეისტური ტექსტი მოაყოლა, რომელთაგან ხუთი გამოქვეყნდა. ყველა მათგანი ეწინააღმდეგება და განაქიქებს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) როგორც პოლიტიკურ, ისე კულტურულ ორიენტაციას, რასაც 1923 წელს აგრესიულად გამოეხმაურა ტიციან ტაბიძე, თუმცა მკვლევრები (მათ შორის ქართველნიც), ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, ყოველთვის თავს არიდებდნენ მანდელშტამისეული საეჭვო პასაჟების დეტალურ ანალიზსა და ყბადაღებულ პოლიტკორექტულობას ინარჩუნებდნენ.

კვლევამ წარმოაჩინა, რომ ნარკვევის ,,ზოგი რამ ქართულ ხელოვნებაზე“ არათუ ზოგადი პათოსია ველიკოდერჟავული, ანტიევროპული და პროსაბჭოური სულისკვეთებით დანაღმული, არამედ კონკრეტული ტოპოსებიც.

დრო: 17 ივნისი, 18:30 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები