ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საჯარო ლექცია თემაზე: ინოვაციური მეწარმეობა

ღონისძიებები

18 ოქტომბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს საქსიონის უნივერსიტეტის (ნიდერლანდები) წარმომადგენელს, ჟაკ ბაზენს, რომელიც საქსიონის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მეწარმეობის აკადემიის ინტერნაციონალიზაციის კოორდინატორია და კითხულობს ლექციებს მცირე ბიზნესისა და საცალო ვაჭრობის მიმართულებით.

ჟაკ ბაზენი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ინოვაციური მეწარმეობა“. მასთან ერთად მოხსენებით გამოვლენ საუკეთესო StartUp-იდეისთვის დაჯილდოებული ჰოლანდიელი სტუდენტები, რომლებიც წარმოადგენენ თავიანთ ბიზნესიდეას "Gain4You".

ენა: ინგლისური

დრო: 18 ოქტომბერი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. #1), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბანერები