ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საჯარო ლექცია თემაზე: „გაწვრთნილი ძაღლების როლი პოლიციის საქმიანობაში“

ღონისძიებები

30 აპრილს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინიციატივით გაიმართება საჯარო ლექციების კურსის „ყველაფერი შინაური ცხოველების შესახებ“ მორიგი საჯარო ლექცია თემაზე: „გაწვრთნილი ძაღლების როლი პოლიციის საქმიანობაში“.

ლექციას შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კინოლოგიის სამსახურის წარმომადგენელი მანუჩარ ბელქანია წაიკითხავს.

ლექციის ძირითადი თემებია:

  • რა მეთოდებით წვრთნიან ძაღლებს და სწავლობენ ნებისმიერ სუნს;

  • რატომ არჩევენ სხვადასხვა ჯიშის ძაღლებს პოლიციის სხვადასხვა კინოლოგიური სამსახურის საქმიანობაში;

  • რა ასაკიდან იწყება ლეკვების გაწრთვნა, რას ასწავლიან და რამდენ ხანს გრძელდება წვრთნის პროცესი;

  • სად ცხოვრობენ ძაღლები და როგორია მათი კვების რაციონი;

  • ძაღლის მუშაობის რესურსი და რა ხდება რესურსის ამოწურვის შემდეგ;

  • ძაღლების საშუალებით ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები ან სხვა შედეგი;

  • ძაღლების მონაწილეობით გახსნილ დანაშაულებათა რეალური ფაქტები.

საჯარო ლექციების კურსზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. კურსის დასრულების შემდეგ მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცემათ.


დრო: 30 აპრილი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. N1), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები