ღონისძიებები
25 აპრილი, 2026
ღონისძიებები
15 აპრილი, 2026
ღონისძიებები
17 აპრილი, 2026
საჯარო ლექცია თემაზე: „ძაღლისებრნი, მგლები, გაველურებული ძაღლები“
ღონისძიებები
18 თებერვალს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინიციატივით გაიმართება საჯარო ლექციების კურსის „ყველაფერი შინაური ცხოველების შესახებ“ მეთერთმეტე ლექცია „ძაღლისებრნი, მგლები, გაველურებული ძაღლები“.
მომხსნებელია ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი იასონ ბადრიძე, რომელმაც მგლების ქცევების შესწავლის მიზნით რამდენიმე თვე გაატარა მგლების ოჯახთან ბუნებრივ გარემოში.
ლექციის ძირითადი თემებია: ️
- მგლისებრთა ქცევის ფიზიოლოგიური მექანიზმები;
- მგლისებრთა ოჯახის კომუნიკაციის მახასიათებლები;
- ძაღლებისა და მგლების ხასიათის თავისებურებები;
- მგლების ოჯახთან ცხოვრებისას მიღებული პირადი გამოცდილება.
ლექციების კურსი 13 ლექციას მოიცავს და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
კურსის დასრულების შემდეგ მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცემათ.
დრო: 18 თებერვალი,17:00 საათი
ადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. N1), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.