ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საჯარო ლექცია თემაზე: ,,ძაღლის სახლში ყოლის წესები და რეკომენდაციები"

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინიციატივით მიმდინარეობს საჯარო ლექციების კურსი: „ყველაფერი შინაური ცხოველების შესახებ“.

4 თებერვალს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტის დამფუძნებელი თიკო კვალიაშვილი წაიკითხავს ამ კურსის მეცხრე ლექციას თემაზე: ,,ძაღლების სახლში ყოლის წესები და რეკომენდაციები“ .

ლექციის ძირითადი თემებია:

  • რას ნიშნავს ცხოველის აყვანა;
  • რა უნდა იცოდეს და გაიაზროს ადამიანმა, რომელსაც ძაღლის აყვანა სურს;
  • ცხოველის პატრონის უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა;
  • როგორ უნდა გაზარდო ძაღლი და მართო მისი ხასიათი;
  • რა პირობები უნდა შევუქმნათ ჩვენს ოთხფეხა მეგობარს;
  • როგორ უნდა დაარეგისტრირო ძაღლი ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში.

ლექციების კურსი 13 ლექციას მოიცავს. კურსის დასრულების შემდეგ მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცემათ.

 

დრო: 4 თებერვალი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. N1), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

 

ბანერები