ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საჯარო ლექცია თემაზე: „ძაღლების ფსიქოლოგია“

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინიციატივით მიმდინარეობს საჯარო ლექციების კურსი: „ყველაფერი შინაური ცხოველების შესახებ“.

1-ლ ნოემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ძაღლების ფსიქოლოგი ნოდარ მანჩხაშვილი წაიკითხავს ამ კურსის მესამე ლექციას თემაზე: ,,ძაღლების ფსიქოლოგია“.

ლექციის ძირითადი თემებია:

  • რა მეთოდები გამოვიყენოთ ძაღლის გასაწვრთნელად;
  • ძაღლის პიროვნების ოთხი შემადგენელი ნაწილი;
  • რა სჭირდება ძაღლს ადამიანისგან ყველაზე მეტად;
  • კონკრეტული ძაღლების პრობლემების განხილვა და მათი მოგვარების გზების დასახვა.

ლექციების კურსი 13 ლექციას მოიცავს. კურსის დასრულების შემდეგ მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცემათ.

დრო: 1-ლი ნოემბერი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. N1), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

2018

ბანერები