ღონისძიებები
6 ნოემბერი, 2024
ღონისძიებები
26 ნოემბერი, 2024
ღონისძიებები
15 ნოემბერი, 2024
საჯარო ლექცია თემაზე: „ცხოველთა კონსერვაცია“
ღონისძიებები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინიციატივით მიმდინარეობს საჯარო ლექციების კურსი: „ყველაფერი შინაური ცხოველების შესახებ“.
7 ნოემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში თბილისის ზოოპარკის დირექტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გურიელიძე წაიკითხავს ამ კურსის მეოთხე ლექციას თემაზე: ,,ცხოველთა კონსერვაცია“
ლექციის ძირითადი თემებია:
- ცხოველების გადაშენება;
- სახეობებზე მოქმედი საფრთხეები;
- EX-SITU და IN SITU კონსერვაცია;
- რეინტროდუქცია და მასთან დაკავშირებული პრობლემები.
ლექციების კურსი 13 ლექციას მოიცავს. კურსის დასრულების შემდეგ მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცემათ.
დრო: 7 ნოემბერი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. N1), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.