ღონისძიებები
12 დეკემბერი, 2024
ღონისძიებები
27 ნოემბერი, 2024
ღონისძიებები
29 ნოემბერი, 2024
საჯარო ლექცია თემაზე: ,,ცხოველთა კეთილდღეობა და უფლებები“
ღონისძიებები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინიციატივით მიმდინარეობს საჯარო ლექციების კურსი: „ყველაფერი შინაური ცხოველების შესახებ“.
10 დეკემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ცხოველთა უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ცხოველთა უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე თინათინ ჭავჭანიძე წაიკითხავს ამ კურსის მეექვსე ლექციას თემაზე: ,,ცხოველთა კეთილდღეობა და უფლებები“.
ლექციის ძირითადი თემებია:
- ცხოველთა უფლებების საერთაშორისო დღე, მისი მნიშვნელობა და ამ მოძრაობის ისტორია;
- რა განსხვავებაა ცხოველთა უფლებებისთვის ბრძოლასა და კეთილდღეობისთვის ბრძოლას შორის;
- ცხოველთა უფლებების დეკლარაცია, ევროპული კონვენციები, აქტივიზმის მიღწევები;
- ვეგეტარიანიზმისა და ვეგანიზმის მნიშვნელობა კლიმატის ცვლილებებში.
ლექციების კურსი 13 ლექციას მოიცავს. კურსის დასრულების შემდეგ მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცემათ.
დრო: 10 დეკემბერი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. N1), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.