
ღონისძიებები
16 მაისი, 2025

ღონისძიებები
14 მაისი, 2025

ღონისძიებები
13 მაისი, 2025
საჯარო ლექცია თემაზე: „ცხოველებში გავრცელებული დაავადებები – ლეიშმანიოზი და დემოდეკოზი“
ღონისძიებები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინიციატივით მიმდინარეობს საჯარო ლექციების კურსი: „ყველაფერი შინაური ცხოველების შესახებ“.
5 ნოემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ლექციას ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ექიმი-ვეტერინარი სოსო ბოჭორიშვილი წაიკითხავს ამ კურსის მეხუთე ლექციას თემაზე: „ცხოველებში გავრცელებული დაავადებები – ლეიშმანიოზი და დემოდეკოზი“.
ლექციის ძირითადი თემებია:
- ცხოველებში გავრცელებული დაავადებების - ლეიშმანიოზისა და დემოდეკოზის ისტორია და სახეობები;
- დემოდეკოზის ფორმები და მათი დიაგნოსტიკა;
- დაავადებების გამომწვევი მიზეზები და გადაცემის გზები;
- დაავადებათა კონტროლი, პრევენცია და მკურნალობა;
- საერთაშორისო ღონისძიებები.
ლექციების კურსი 13 ლექციას მოიცავს. კურსის დასრულების შემდეგ მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცემათ.
დრო: 5 დეკემბერი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. N1), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.