ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საჯარო ლექცია თემაზე: „ცოფი, როგორც ცოცხალი ორგანიზმი“

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინიციატივით მიმდინარეობს საჯარო ლექციების კურსი: „ყველაფერი შინაური ცხოველების შესახებ“.

26 ოქტომბერს, 17 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსი ლაშა ავალიანი წაიკითხავს ამ კურსის მეორე ლექციას თემაზე: „ცოფი, როგორც ცოცხალი ორგანიზმი“

 ლექციის ძირითადი თემებია:

  • ცოფი, როგორც ცოცხალი ორგანიზმი;
  • ცოფის ისტორია;
  • საქართველოში არსებული საკანონმდებლო ბაზა;
  • ცოფის საწინააღმდეგო ღონისძიებები და მიღებული შედეგები;
  • მითები ცოფის შესახებ;
  • ორალური ვაქცინაციის პრინციპები;
  • სამომავლო გეგმები.

ლექციების კურსი 13 ლექციას მოიცავს. კურსის დასრულების შემდეგ მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცემათ.

დრო: 26 ოქტომბერი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. N1), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

2018

 

ბანერები