ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

კონსტანზა კუროს საჯარო ლექცია: ''From Goods to Emotions: The Transformation of Supra as an Informal Practice''

ღონისძიებები

12 ივნისს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის დოქტორის, კონსტანზა კუროს (Costanza Curro), საჯარო ლექცია.

კონსტანზა კუროს გამოქვეყნებული აქვს არაერთი სამეცნიერო პუბლიკაცია ქართული სუფრის, მასპინძლობის თემატიკაზე.  

ლექციის თემა: From Goods to Emotions: The Transformation of Supra as an Informal Pravtice

თემის აღწერა: არაოფიციალურ ეკონომიკურ პრაქტიკას ხშირად გაიაზრებენ, როგორც შეგუების სტრატეგიას, რომელიც სოციალურ აქტორებს საშუალებას აძლევს, აიტანონ ოფიციალური სისტემის ნაკლოვანებები. ამ პრაქტიკამ სოციალური და პოსტსოციალური საზოგადოებების  მოქალაქეებისათვის საქონელი და მომსახურება ხელმისაწვდომი გახადა; ამის შედეგად დაგეგმილი  ეკონომიკა, პოლიტიკური კონტროლი, მოგვიანებით კი სოციალურ-ეკონომიკური „შოკი“, რომელიც ამ ცვლილებამ მოიტანა, უცხო გახდა. აღნიშნული პრეზენტაცია აანალიზებს ქართული სუფრის ტრადიციას არაოფიციალური ეკონომიკის ჩარჩოებში. სუფრა (საზეიმო სადილი/ვახშამი) მიჩნეულია ტრადიციული სტუმართმოყვარეობის მთავარ ელემენტად. პრეზენტაცია შესაბამის ლიტერატურასა და ეთნოგრაფიულ მონაცემებზე დაყრდნობით განიხილავს სუფრის, როგორც არაოფიციალური გაცვლა-გამოცვლის პრაქტიკის, როლს, რაც მატერიალური და არამატერიალური საგნების ბრუნვის საშუალებას იძლევა. სოციალური კავშირების დამყარებითა და ერთობლივ ვალდებულებაზე დაფუძნებული ურთიერთობების აგებით სუფრაში ჩართულობამ, მიუხედავად სისტემის ნაკლისა და შეზღუდვებისა, ადამიანებს საშუალება მისცა 1990-იანი წლების საბჭოთა კავშირში გაეძლოთ, ხაზს ვუსვამთ, რომ 2000-2010 წწ-ის ნეოლიბერალური რეფორმებით დაწყებული, სუფრის, როგორც შეეგუების სტრატეგიის როლი, ნაკლებად აქტუალური გახდა, მაგრამ მაინც გვგონია, რომ სუფრა კვლავ რჩება უკმარობის განცდის (განსაკუთრებით ემოციური ხასიათის უკმარისობათა) შევსების მთავარ საშუალებად.

 კონსტანზა კუროს ვრცელი ბიოგრაფია იხილეთ აქ.

დრო12 ივნისი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 

დასწრება თავისუფალია

 

ბანერები