ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საჯარო ლექცია „სტრესისა და ტრავმის მიმდინარე კვლევები ლიეტუვაში: პრევალენტობა და მკურნალობის გამოწვევები“

ღონისძიებები

20 იანვარს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ვილნიუსის უნივერსიტეტის ფსიქოტრავმის ცენტრის მკვლევრის, ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის, ინგა ტრუსკაუსკაიტე-კუნევიჩიენეს ლექცია: „სტრესისა და ტრავმის მიმდინარე კვლევები ლიეტუვაში: პრევალენტობა და მკურნალობის გამოწვევები“

ლექციის თემატიკა შეეხება ვილნიუსის უნივერსიტეტის ფსიქოტრავმატოლოგიის ცენტრის კვლევებს ტრავმის პრევალენტობაზე მოზარდებსა და ახალგაზრდებში, ასევე ინტერნეტზე დაფუძნებულ, ფსიქიკური ჯანრმთელობის კონკრეტულ პრობლემებზე დამიზნებულ ინტერვენციებს სხვადასხვა სამიზნე ჯგუფისთვის.

ინგა ტრუსკაუსკაიტე-კუნევიჩიენე ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი და პოსტ-სადოქტორო საფეხურის მკვლევარია ვილნიუსის უნივერსიტეტის ფსიქოტრავმატოლოგიის ცენტრში, ლიეტუვაში. მისი კვლევითი ინტერესები და სფერო ეხება მოზარდებისა და ახალგაზრდების განვითარებას, პოზიტიურ ფსიქიკურ ჯანმრთელობას, იდენტობასა და სტრესს. მას მდიდარი გამოცდილება აქვს კონკრეტული ინტერვენციების შემუშავებაში, განხორციელებასა და შეფასებაში (განვითარებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პოზიტიური შედეგების მიღწევაზე მიმართული პირისპირ და ინტერნეტზე დაფუძნებული ინტერვენციების ჩათვლით).

დრო: 20 იანვარი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები