ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საჯარო ლექცია „შედარებითი სამართალი და პოლიტიკის შემუშავება“

ღონისძიებები

11 ივნისს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ფლორენციის უნივერსიტეტის შედარებითი სამართლის პროფესორი ალესანდრო სიმონი წაიკითხავს ლექციას თემაზე: „შედარებითი სამართალი და პოლიტიკის შემუშავება“.

მომხსენებელი შეეხება უცხო ქვეყნების შედარებითი სამართლებრივი პრაქტიკის გამოყენებას პოლიტიკის შემუშავების პროცესში. შედარებითი სამართლის აკადემიური განზომილების მიღმა არსებობს „პრაქტიკული შედარებითი სამართალი“, რაც გულისხმობს უცხო ქვეყნების პოლიტიკურ დებატებში ამ კომპონენტის „საუკეთესო პრაქტიკად“ გათვალისწინებას.

სამართლებრივი სისტემების ჩაოყალიბება-განვითარებისთვის აღნიშნული განზომილება მნიშვნელოვან როლს ასრულებს. გასაკვირი არ არის, რომ პოლიტიკურ დისკურსში უცხოური სამართლის გამოყენება სამართლის მკლევართა ყურადღების ქვეშ მოექცა, რათა უკეთესად იქნეს დანახული სამართლებრივი სისტემების ევოლუციის მოდელები.

მომხსენებლის შესახებ

ალესანდრო სიმონი, ფლორენციის უნივერსიტეტის შედარებითი სამართლის პროფესორი, ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის იურიდიულ მეცნიერებათა სადოქტორო სკოლას და ამავე უნივერსიტეტის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების კურატორია. მანამდე მუშაობდა უფსალის უნივერსიტეტში (შვედეთი), ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს სამეცნიერო-კვლევით განყოფილებაში და ექსპერტად იტალიის მთავრობასა და ევროპული ინსტიტუტებში. მისი ამჟამინდელი კვლევითი საქმიანობის სფეროებია: ანტიდისკრიმინაციული კანონი, უმცირესობის უფლებები და სამართლებრივი ანთროპოლოგია.

„სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით.


სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 11 ივნისი, 15:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები