ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საჯარო ლექცია „ სექსუალური ძალადობის დაუსჯელობა – ქართული კანონმდებლობის ხარვეზები“

ღონისძიებები

ბოლო წლებში საქართველოში ძალადობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პოლიტიკა შეიცვალა, პროგრესია პრაქტიკის კუთხითაც, თუმცა სექსუალური ძალადობის მიმართულებით მიდგომა პრაქტიკულად იგივეა, რაც საბჭოთა კავშირის დროს. მიუხედავად იმისა, რომ სტამბოლის კონვენციის რატიფიცირების შემდეგ საკონონმდებლო დეფინიცია ნაწილობრივ დაიხვეწა, ის სრულყოფისგან კვლავ შორსაა. გაუპატიურება დეფინირებულია, როგორც სექსუალური კავშირი ძალადობით და სექსუალური კავშირი თანხმობის გარეშე გაუპატიურებად არ ითვლება, კვლავ ხდება მსხვერპლების სტიგმატიზაცია, გენდერულად არამგრძნობიარე გამოძიება, სასამართლოს მიერ უამრავი მტკიცებულების მოთხოვნა. გაუპატიურებად არ ითვლება სექსუალური კავშირი არასრულწლოვანთანაც, ასეთი ქმედების კვალიფიცირება სისხლის სამართლის კოდექსის სხვა მუხლით ხდება. საქართველოს ზოგიერთ რეგიონში კვლავ არსებობს ცოლად შერთვის მიზნით მოტაცებისა და გაუპატიურების შემდეგ მსხვერპლზე დაქორწინების სასტიკი და მავნე პრაქტიკა.

ლექციაზე „სექსუალური ძალადობის დაუსჯელობა – ქართული კანონმდებლობის ხარვეზები“ სწორედ ამ პრობლემურ საკითხებს განვიხილავთ ორგანიზაცია Equality Now-ს ევრაზიის კონსულტანტ თამარ დეკანოსიძესთან ერთად, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში ძალადობის შესახებ კანონმდებლობისა და მისი იმპლემენტაციის ხარვეზების შესახებ მომზადებული მასშტაბური კვლევის ერთ-ერთი ავტორია. ჩიკაგოს ნორთ-ვესტერნის უნივერსიტეტის პროფესორ ბრიჯიტ არიმონდთან ერთად კი ზემოაღნიშნული საკითხების ამერიკული მოწესრიგების მოდელზე იქნება საუბარი.

„სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით.

მომხსენებლები: თამარ დეკანოსიძე, ორგანიზაცია Equality Now-ს ევრაზიის კონსულტანტი;
ბრიჯიტ არიმონდი, ჩიკაგოს ნორთვესტერნის უნივერსიტეტის პროფესორი.

მოდერატორი: თამარ კაპანაძე, ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულების მკვლევარი

სამუშაო ენები: ქართული/ინგლისური

დრო: 26 მარტი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

 

ბანერები