ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საჯარო ლექცია საუნივერსიტეტო სამართლის კლინიკების როლზე აშშ-ში - ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული

ღონისძიებები

ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული ყოველწლიურად დეკემბერში იმართება. მისი მიზანი სტუდენტებსა და ახალგაზრდებში ადამიანის უფლებებების პრობლემური საკითხების შესახებ ცოდნის გავრცელება და უნივერსიტეტების თანამშრომლობის გზით ადამიანის უფლებების სამართლის შესახებ იდეათა და მოსაზრებათა აქტიური ურთიერთგაცვლაა.

კვირეულის ორგანიზატორებს სჯერათ, რომ ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელია ადამიანის უფლებათა პრობლემური საკითხების შესახებ ფართო საზოგადოებრივი დისკუსია და ქართულ საზოგადოებაში ადამიანის ღირსების, თავისუფლებისა და კანონის წინაშე თანასწორობის განმტკიცება.

2017 წლის 4-11 დეკემბერს საქართველოს 7 უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ლექტორებისა და სტუდენტების მონაწილეობით ადამიანის უფლებათა სამართლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება. ღონისძიებების თემები უნივერსიტეტებმა ქართული საზოგადოებისთვის მათი აქტუალობის საფუძველზე შეარჩიეს.

 საჯარო ლექცია: „რა როლს თამაშობენ უნივერსიტეტების სამართლის კლინიკები ადამიანის უფლებების დაცვაში აშშ-ში?“

რა პრაქტიკული გამოცდილება შეიძლება მიიღონ სტუდენტებმა სამართლის კლინიკების მეშვეობით და რეალურად როგორ შეიძლება აკადემიამ ადამიანის უფლებების დაცვაში საკუთარი წვლილი შეიტანოს? ნორთვესტერნის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კლინიკა ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ამერიკულ სამართლის სკოლებს შორის.

მომხსენებლები:

ნორთვესტერნის უნივერსიტეტის (ჩიკაგო, აშშ) სამართლის სკოლის პროფესორი   ბრიჯიტ არიმონდი;

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი თამარ გურჩიანი;

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი ვახუშტი მენაბდე.

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 9 დეკემბერი, 12:00-14:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი.ჭავჭავაძის გამზირი N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

 

ბანერები