ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საჯარო ლექცია „საქართველოს სასტუმროების განვითარება“

ღონისძიებები

28 მაისს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E406 აუდიტორიაში ილიაუნის ბიზნესის სკოლის ოთხივე კურსის დაინტერესებულ სტუდენტებს ვიწვევთ სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის მმართველი პარტნიორის, შალვა ალავერდაშვილის საჯარო ლექციაზე: „საქართველოს სასტუმროების განვითარება.“

შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა 28 მაისის 12:00 საათამდე უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია: https://forms.gle/nfFQsLL2no8FpVPa7

*პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ საჯარო ლექციაში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით.

შეგახსენებთ, რომ სასტიპენდიო კონკურსის მონაწილეებმა ელექტრონული რეგისტრაციის გარდა უნდა გაიარონ რეგისტრაცია შეხვედრის დაწყებისას და დასრულებისას, რისთვისაც საჭიროა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

სტიპენდიის კონკურსში მონაწილეთათვის რეგისტრაციის დაწყების დრო: 14:45 საათი

დრო: 28 მაისი, 15:00 საათი

ადგილმდებარეობა: E406 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბანერები