ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საჯარო ლექცია: "სამყარო წარსულსა და მომავალში"

ღონისძიებები

ოთხშაბათს, 9 იანვარს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში (ჭავჭავაძის გამზირი 32) შედგება პროფესორ თინათინ კახნიაშვილის (ილიას სახელმწიფო უნი. & კარნეგი მელონის უნი., აშშ) საჯარო ლექცია: "სამყარო წარსულსა და მომავალში".

ლექციაში განხილული იქნება სამყაროს ევოლუცია - დაწყებული შორეული წარსულიდან და იქნება მცდელობა იმის გააზრების, თუ როგორი მომავალი შეიძლება ჰქონდეს სამყაროს. მიმოხილული იქნება ამჟამინდელი კოსმოლოგიური დაკვირვებები (დამზერადი მონაცემები) და აგრეთვე ახლო მომავლის პროექტები, რომლებიც გარკვეულ ნათელს მოჰფენს ისეთ საკითხებს როგორიცაა ფარული ენერგია და ფარული მატერია.

ბანერები