ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საჯარო ლექცია „საკუთარი ოთახი – ქალების პირადი ცხოვრების უფლება“

ღონისძიებები

ბოლო პერიოდში არაერთხელ გავხდით ლიდერ ქალთა გაქრობისა და გაჩუმების იარაღად პირადი ცხოვრების გამოყენების მოწმეები. პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო ვიდეოჩანაწერებით ქალი საჯარო პირების შანტაჟი და მათზე კონტროლის მოპოვების მცდელობები ქართული ყოველდღიურობის ნაწილად იქცა. 

საჯარო ლექციაზე საუბარი შეეხება ქალების გაჩუმების ისტორიულ პრაქტიკას, პირადი ცხოვრების უფლებასა და მისი ხელშეუხებლობის მნიშვნელობას. განხილული იქნება ქართული და ამერიკული კონტექსტი.

„სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით.

მომხსენებლები: ბრიჯიტ არიმონდი, ჩიკაგოს ნორთვესტერნის უნივერსიტეტის პროფესორი
თამარ ბარამაშვილი, ილიაუნის სამართლის სკოლის მაგისტრატი

მოდერატორი: ანა ებანოიძე, ილიაუნის სამართლის სკოლის მეორე კურსის სტუდენტი


სამუშაო ენები: ქართული/ინგლისური

დრო: 28 მარტი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი.ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

 დასწრება თავისუფალია.

2019 წელი

ბანერები