ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია GEPRA-ს დამფუძნებლის, სოსო გალუმაშვილის, საჯარო ლექცია: ”როგორ მუშაობს პიარი”

ღონისძიებები

5 ივნისს, პარასკევს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ილიაუნის მენეჯერთა კლუბი სტუმრად იწვევს ორგანიზაცია ”ჯეპრას” მმართველს, ბატონ სოსო გალუმაშვილს, რომელიც წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: ,,როგორ მუშაობს პიარი".

სოსო გალუმაშვილი პიარისა და მარკეტინგის სპეციალისტი და ორგანიზაცია ”ჯეპრას” მმართველი პარტნიორი და უფროსი კონსულტანტია 2002 წლიდან. მისი ოცწლიანი სამუშაო გამოცდილება ბეჭდვით და ელექტრონულ მედიაში, კერძო, საზოგადოებრივ და სახელმწიფო სტრუქტურებში საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტად და რეკლამის მენეჯერად მუშაობას მოიცავს. სოსო გალუმაშვილი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ”არსის”, ”კავკასუს ონლაინის”, ”ბაზისბანკის”, ”ნიკორას”,”ჰაიდელბერგცემენტის”, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის, ”HSBC ბანკი-საქართველოს”, ”უნიქარდის” ბრენდ საკომუნიკაციო კამპანიებს. მისი საკონსულტაციო საქმიანობა ასევე მოიცავდა კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციების გრძელვადიანი საკომუნიკაციო სტრატეგიებისა და სოციალური პარტნიორობის პროექტების შემუშავებას. მათ შორისაა: სიღარიბის ზღვარს ქვევით მყოფი ოჯახების საიდენტიფიკაციო ბაზის შექმნის საკომუნიკაციო კამპანია, დასაქმების სახელმწიფო პროგრამა, იუსტიციის სამინისტროს საკომუნიკაციო სტრატეგია, ქათმისა და ღორის გრიპის პრევენციის კამპანიები, სოციალური რეფორმის მხარდამჭერი პროგრამა, კოლხეთის ეროვნული პარკის საპრომოუშენო კამპანია, ედრესის ბრენდინგი და კარიერების ბიომრავალფეროვნებისხელშემწყობი პროექტი. სოსო გალუმაშვილი 1999-2010 წლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში კონსულტაციებს უწევდა მაჟორიტარ კანდიდატებს საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებზე. ის თბილისის პიარსკოლის დამფუძნებელიდა სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა; ასევე არის საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის ასოციაციის დამფუძნებელი.

დრო: 5 ივნისი, 15:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5)

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები