ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საჯარო ლექცია: „რელიგიური თანასწორობის ახალი საქმეები საკონსტიტუციო სასამართლოში"

ღონისძიებები

14 დეკემბერს, 17:00-საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: „რელიგიური თანასწორობის ახალი საქმეები საკონსტიტუციო სასამართლოში".

მომხსენებლები:
მაკო ღავთაძე – ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) სამართლებრივი პროგრამის ხელმძღვანელი
გიორგი ნონიაშვილი – კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მკვლევარი, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) სამართლებრივი ექსპერტი

2018 წლის 3 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ რელიგიური გაერთიანებების ორი სარჩელი დააკმაყოფილა. მოსარჩელეების პოზიციით, საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და სახელმწიფო ქონების შესახებ კანონის ნორმები არღვევდა კონსტიტუციის მე-14 მუხლს (თანასწორობის უფლება) და რელიგიური გაერთიანებებისთვის დისკრიმინაციულ გარემოს ქმნიდა.
მომხსენებლები ისაუბრებენ ბოლო პერიოდში საკონსტიტუციო სასამართლოში განხილულ საქმეებზე რელიგიური თანასწორობის შესახებ. ასევე რელიგიის თავისუფლების შესახებ მოსალოდნელ საქმეებზე, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ შეიძლება უახლოეს პერიოდში განიხილოს.

* „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ საჯარო ლექციაში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით.


დრო: 14 დეკემბერი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები