საჯარო ლექცია „რა არის ძალადობა?“
ღონისძიებები
2 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება საჯარო ლექცია „რა არის ძალადობა?“, რომელსაც გაუძღვებიან ექსპერტები – ნინო დარსაძე და ნანა მაისაშვილი (საქართველოს ჯანდაცვის საზოგადოებრივი ფონდი).
2018 წლის 1-ლ ივნისს დაიწყო ბავშვთა მიმართ ძალადობის სოციალური ნორმების ცვლილებისაკენ მიმართული საკომუნიკაციო კამპანია: „დაასრულე ძალადობა!“. კამპანიას ახორციელებს გაეროს ბავშვთა ფონდი ევროკავშირის მხარდაჭერით.
საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი დასაშვებად მიიჩნევს ბავშვთა მიმართ ძალადობას. მოსახლეობის 60% ფიქრობს, რომ ბავშვის აღზრდისას ძალადობრივი მეთოდების გამოყენება უფრო შედეგიანია, ვიდრე არაძალადობრივი მეთოდებისა. ზოგადად, მაღალია როგორც ბავშთა მიმართ ძალადობის, აგრეთვე ძალადობის მიმართ ტოლერანტობის დონე.
ბავშვთა მიმართ ძალადობის, აგრეთვე მის მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულების განმაპირობებელია არსებული სოციალური ნორმები.
კამპანიის „დაასრულე ძალადობა!“ მიზანი სწორედ ამ სოციალური ნორმების ცვლილებაა, რაც მიიღწევა საზოგადოების ჩართულობით და თემაზე დისკუსიის ინიცირებით, იმისათვის, რომ საზოგადოების კრიტიკულად განწყობილმა ნაწილმა გააცნობიეროს, რეალურად რას წარმოადგენს ბავშვთა მიმართ ძალადობა, რომ არ არსებობს ძალადობის მისაღები/მსუბუქი ფორმა და რომ რეაგირებაა საჭირო ბავშვთა მიმართ ძალადობის ყოველ ფაქტზე.
დრო: 2 ოქტომბერი, 15:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.