ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საჯარო ლექცია: ქცევის გამოყენებითი ანალიზი ყოველდღიურ ცხოვრებაში

ღონისძიებები

2016 წლის 28 ივნისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი გიწვევთ ტრადიციულ, თვის ბოლო სამშაბათის საჯარო ლექციაზე.

ლექციის თემაა: ქცევის გამოყენებითი ანალიზი ყოველდღიურ ცხოვრებაში.

განიხილება მაგალითები ყოველდღიური ცხოვრებიდან,  იქნება ეს აუტიზმის სპექტრის დარღვევისას თერაპიული პროცესი თუ ფეხბურთის თამაში, ქცევის გამოყენებითი ანალიზის ჭრილში.

ლექციას გაუძღვებიან:

თინათინ ჭინჭარაული - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის დირექტორი, საბჭოს მიერ სერტიფიცირებული ქცევის ანალიტიკოსი (BCBA);

ანა ბარქაია - ბავშვის განვითარების ინსტიტუტის აუტიზმის ცენტრის კლინიკური დირექტორი, საბჭოს მიერ სერტიფიცირებული ქცევის ანალიტიკოსი (BCBA).

დრო: 28 ივნისი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)

დასწრება თავისუფალია.

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები