ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საჯარო ლექცია „ნაირნაირი კომუნიკაცია“

ღონისძიებები

27 მაისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 აუდიტორიაში ილიაუნის ბიზნესის სკოლის ოთხივე კურსის დაინტერესებულ სტუდენტებს ვიწვევთ „ნაირნაირის“ დამფუძნებლის, გიორგი ხერგიანის საჯარო ლექციაზე: „ნაირნაირი კომუნიკაცია“.

მომხსენებლის შესახებ

გიორგი ხერგიანი Veon Georgia-ს ციფრული კომუნიკაციების მენეჯერია (Digital Communications Manager). იგი ფლობს კავკასიის ბიზნესის სკოლის ბაკალავრის ხარისხს. სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა შემდეგ დაწესებულებებში: Ministry of Finance of Georgia, ''Capto Group'', World Vision Georgi, Georgia Revenue Service, ''Holmes & Watson''. 2015 წლიდან Copywriter-ის პოზიციაზე მუშაობს ''Holmes & Watson“-ში.

შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა 27 მაისის 12:00 საათამდე უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია: https://forms.gle/WFu7zFryuTUm5EoRA

*პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ საჯარო ლექციაში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით.

შეგახსენებთ, რომ სასტიპენდიო კონკურსის მონაწილეებმა ელექტრონული რეგისტრაციის გარდა უნდა გაიარონ რეგისტრაცია შეხვედრის დაწყებისას და დასრულებისას, რისთვისაც საჭიროა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

სტიპენდიის კონკურსში მონაწილეთათვის რეგისტრაციის დაწყების დრო: 16:45 საათი

დრო: 27 მაისი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: E405 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბანერები