ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საჯარო ლექცია „ნაფიც მსაჯულთა სისტემა ამერიკაში და ქართული მოდელი“

ღონისძიებები

17 აპრილს, 15:00 საათზე, ილიუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ორგანიზებით გაიმართება საქართველოში ამერიკის საელჩოს ადგილობრივი სამართლებრივი მრჩევლის მაიკლ გრანტის საჯარო ლექცია თემაზე: „ნაფიც მსაჯულთა სისტემა ამერიკაში და ქართული მოდელი“.
საჯარო ლექცია შეეხება ისეთ აქტუალურ საკითხს, როგორიცაა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს პრაქტიკა ამერიკაში, ასევე ქართულ მოდელს.

მომხსენებლის შესახებ:

მაიკლ გრანტს ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტში პროკურორის თანამდებობა უკავია.
2015 წელს იგი თბილისში, აშშ-ის საელჩოში მოავლინეს ადგილობრივი სამართლებრივი მრჩევლის პოზიციაზე. მრჩევლის ამპლუაში გრანტი ხელმძღვანელობს სისხლის სამართლის სექტორის განვითარების პროგრამებს. იგი ახლოს თანამშრომლობს საქართველოს აღმასრულებელთან, სამართალდამცავებსა და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებსა და პროკურორებთან, რათა ხელი შეუწყოს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის მოდერნიზებას. აღნიშნული პროგრამები მოიცავს საკანონმდებლო, სტრუტურული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების საკითხებს საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკისა და სტანდარტების გამოყენებით. მაიკლ გრანტი ასევე სამხედრო მოსამართლეა აშშ-ის სამხედრო სისტემაში და იხილავს ამერიკის ჯარში ჩადენილ დანაშაულს.

* „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში არსებულ კონკურსში აღნიშნულ საჯარო ლექციაზე დასწრება და მონაწილეობა შეფასდება 1%-ით.


სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 17 აპრილი, ოთხშაბათი, 15:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი" (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები