ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საჯარო ლექცია „ნაციონალიზმი და თანამედროვე ხელოვნება“

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სეზგინ ბოინიკი და მინა ჰენრიკსონი ჩაატარებენ საჯარო ლექციას თემაზე: ნაციონალიზმი და თანამედროვე ხელოვნება.
რა კავშირია მათ შორის? როგორ მუშაობს სახელმწიფოს იდეოლოგიური აპარატი თანამედროვე ხელოვნების სფეროში? რა შესაძლებლობებს გვთავაზობს თანამედროვე ხელოვნება ნაციონალისტური იდეოლოგიისგან გასათავისუფლებლად?

საჯარო ლექცია ჩატარდება 23 იანვარს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  G 106 აუდიტორიაში.

მომხსენებლების ბიოგრაფიები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე  http://geoairresidency.blogspot.com/2014/01/sezgin-boynik-minna-henriksson.html
სეზგინ ბოინიკი და მინა ჰენრიკსონი იმყოფებიან თბილისში, გეოეარის სახელოვნებო რეზიდენციაში. http://geoairresidency.blogspot.com/

ლექცია ჩატარდება ინგლისურ ენაზე.

ბანერები