ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საჯარო ლექცია „მდგრადი განვითარების მიზნები – როგორ დავიწყოთ კარიერა გაეროში“

ღონისძიებები

26 ივნისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კორპუსში ილიაუნის ბიზნესის სკოლის ოთხივე კურსის დაინტერესებულ სტუდენტებს ვიწვევთ გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საქმეთა დეპარტამენტის პროექტების დირექტორის, ნამსუკ კიმის საჯარო ლექციაზე: „მდგრადი განვითარების მიზნები – როგორ დავიწყოთ კარიერა გაეროში“.

მომხსენებლის შესახებ

ნამსუკ კიმის კვლევები ეხება ისეთ თემებს, როგორებიცაა: საერთაშორისო განვითარების საკითხები, მდგრადი განვითარების მიზნები, ნაკლებად განვითარებული ქვეყნები, უთანასწორება, ვაჭრობა, კონფლიქტი და სანქციები. ნამსუკ კიმიფლობსSeoul National University-ის ეკონომიკის ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხს, ასევე University of Maryland-ის ეკონომიკის დოქტორის ხარისხს. 

შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა 26 ივნისის 12:00 საათამდე უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია: https://forms.gle/DJSKUWpCbhfw7hBx5

*პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ საჯარო ლექციაში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით.

შეგახსენებთ, რომ სასტიპენდიო კონკურსის მონაწილეებმა ელექტრონული რეგისტრაციის გარდა უნდა გაიარონ რეგისტრაცია შეხვედრის დაწყებისას და დასრულებისას, რისთვისაც საჭიროა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

სტიპენდიის კონკურსში მონაწილეთათვის რეგისტრაციის დაწყების დრო: 17:45 საათი

დრო: 26 ივნისი, 18:00 საათი

სამუშაო ენა: ინგლისური

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კორპუსი (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბანერები