ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საჯარო ლექცია „ლიტერატურა და რეპრესიები საბჭოთა საქართველოში“

ღონისძიებები

26 სექტემბერს,19:00 სთ-ზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გენდერის კვლევის ცენტრი გიწვევთ საჯარო ლექციაზე „ლიტერატურა და რეპრესიები საბჭოთა საქართველოში“.

ლექციას გაუძღვება მწერალი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გენდერის კვლევის ინსტიტუტის მიწვეული პროფესორი თამთა მელაშვილი.

ქალთა ისტორიის კვლევის გამოცდილებასა და სირთულეებზე ისაუბრებენ მკვლევრები: ლანა მუშკუდიანი, ნინო ცქიფურიშვილი, ქეთი ხუციშვილი და თამარ ნოდარიშვილი.

საბჭოთა ტოტალიტარულ წარსულსა და 1930-იანი წლების რეპრესიებზე მსჯელობისას ნაკლები ყურადღება ეთმობა გენდერს, როგორც ისტორიული ანალიზის მნიშვნელოვან კატეგორიას. ქალთა მივიწყებული ბიოგრაფიების კვლევა სწორედ ამ დანაკლისის შევსების მცდელობაა სამი მნიშვნელოვანი ქალის – ლიდია გასვიანის, თინა გველესიანისა და მარიკა მიქელაძის – ბიოგრაფიების შექმნით.

დრო: 26 სექტემბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები