ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საჯარო ლექცია: კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის თანამედროვე პრაქტიკა საქართველოში

ღონისძიებები

7 ივლისს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში, CSR კვირეულის ფარგლებში, გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის თანამედროვე პრაქტიკა საქართველოში“. ლექციაზე განხილული იქნება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის არსებული ქართული პრაქტიკა; გაიმართება დისკუსია აღნიშნული მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და პერსპექტივებზე ჩვენს ქვეყანაში და განიხილება საქართველოს ადგილი საერთაშორისო პრაქტიკის და გლობალურ CSR რუკაზე.

ლექციას გაუძღვებიან და აუდიტორიის წინაშე სიტყვით გამოვლენ:

  • სალომე ზურაბიშვილი - არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ CSR მენეჯერი და გაეროს „გლობალური შეთანხმების“ საქართველოს ქსელის საკონტაქტო პირი;
  • კახა მაღრაძე - „ჯეპრას“ უფროსი პარტნიორი და „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის“ გამგეობის წევრი;
  • გიორგი ბარკალაია - „ვითიბი ბანკის“ ვიცე-პრეზიდენტი;
  • რუსუდან კბილაშვილი - „ვისოლ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯერი და მარკეტინგის დირექტორის მოადგილე;
  • ნინო სურმავა - კომპანია „ნატახტარის“ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ციფრული კომუნიკაციის მენეჯერი;
  • ხატია ალფაიძე - კომპანია „სუფთა სამყაროს“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.

საჯარო ლექციის დღის წესრიგი იხილეთ თანდართულ ფაილში.

CSR კვირეულის განრიგი იხილეთ აქ.

დრო: 7 ივლისი, 12:00 საათი

ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5. ვაკის პარკის პირდაპირ), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

2016

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები