ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საჯარო ლექცია „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა სასარგებლოა. საქართველოშიც?“

ღონისძიებები

16 ნოემბერს, 20:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 405 აუდიტორიაში ილიაუნის ბიზნესის სკოლის ოთხივე კურსის დაინტერესებულ სტუდენტებს ვიწვევთ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის, ირინა კვახაძის საჯარო ლექციაზე: „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა (CSR) სასარგებლოა. საქართველოშიც?“

შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა 15 ნოემბრის 12:00 საათამდე უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია.

*პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ საჯარო ლექციაში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით.

შეგახსენებთ, რომ სასტიპენდიო კონკურსში მონაწილეებმა ელექტრონული რეგისტრაციის გარდა უნდა გაიარონ რეგისტრაცია შეხვედრის დაწყებისას და დასრულებისას, რისთვისაც საჭიროა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

სტიპენდიის კონკურსში მონაწილეთათვის რეგისტრაციის დაწყების დრო19:45 საათი

დრო: 16 ნოემბერი, 20:00 საათი

ადგილმდებარეობა: E 405 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბანერები