ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საჯარო ლექცია „კოლაფსის კრებულები: ფარაჯანოვის აფექტური სამყარო და საბჭოთა იმპერიის დაცემა“

ღონისძიებები

25 ივნისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში სამხრეთ კავკასიის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (არისკი) საქართველოს ფილიალი გიწვევთ  არისკის მკვლევრის, დოქტორ ლეა ფელდმანის (ჩიკაგოს უნივერსიტეტი) საჯარო ლექციაზე „კოლაფსის კრებულები: ფარაჯანოვის აფექტური სამყარო დასაბჭოთა იმპერიის დაცემა“. 

მომხსენებლის შესახებ

ლეა ფელდმანი ჩიკაგოს უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურის ასოცირებული პროფესორია. მისი კვლევა ეხება პოეტიკასა და პოლიტიკას ლიტერატურასა და კულტურაში. მისი წიგნი „ევრაზიის მიჯნაზე: ორიენტალიზმი და რევოლუციური ესთეტიკა კავკასიაში“ (Cornell UP, 2018) განიხილავს, როგორ ფორმირდებოდა რევოლუციური ევრაზიის იდეა  ორიენტალისტურ და ანტიიმპერიულ დისკურსებში რუსულ და აზერბაიჯანულ პოეზიასა და პროზაში. ლეა ფელდმანი მუშაობს ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში ბოლო პერიოდის საბჭოთა კინოსა და ხელოვნებაში აფექტის კვლევაზე და გლობალურ ახალ მემარჯვენეობაზე პოსტსაბჭოთა აღმოსავლეთ ევროპას და ევრაზიაში.   

 ***
არისკი, ამერიკული დამოუკიდებელი კვლევითი ცენტრი, ხელს უწყობს სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს კვლევას როგორც ამერიკაში, ასევე სამხრეთ კავკასიაში. არისკი თავისუფალია ყველა სახის, რასობრივი, ეთნიკური კუთვნილების, რელიგიური, სექსუალური, ფიზიკური, მენტალური თუ სხვა დისკრიმინაციისგან. 


დრო: 25 ივნისი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. N1), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები