ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საჯარო ლექცია „კარიერული გზა და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები“

ღონისძიებები

23 მაისს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 აუდიტორიაში ილიაუნის ბიზნესის სკოლის ოთხივე კურსის დაინტერესებულ სტუდენტებს ვიწვევთ ვლადიმერ ბეჟაშვილის საჯარო ლექციაზე: „კარიერული გზა და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები“.

მომხსენებლის შესახებ

ვლადიმერ ბეჟაშვილი EBIT GROUP-ის მმართველი პარტნიორია. მას აქვს 12 წელზე მეტი ხნის სამუშაო გამოცდილება ფინანსური და ოპერაციული მენეჯმენტის მიმართულებით. ასევე მაღალი რგოლის მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის 8-წლიანი გამოცდილება ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: წარმოება, ნავთობპროდუქტები, FMCG კომპანიები, სახელმწიფო და საფინანსო ინსტიტუტები. მისი კარიერა უკავშირდება წამყვან პოზიციებზე მუშაობას შემდეგ კომპანიებში: “BMC Gorgia”, “PSP Insurance”, “National Agency of Public Registry”, “Oil Products Distribution Corporation”, JSC “Rustavi Metallurgical Plant”, “Geosteel”, “Megaco”. სამი წელი მუშაობდა ტრენერად.

შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა 22 მაისის 18:00 საათამდე უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია: https://forms.gle/FqrCWueboMjJNpaT6

*პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ საჯარო ლექციაში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით.

შეგახსენებთ, რომ სასტიპენდიო კონკურსის მონაწილეებმა ელექტრონული რეგისტრაციის გარდა უნდა გაიარონ რეგისტრაცია შეხვედრის დაწყებისას და დასრულებისას, რისთვისაც საჭიროა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.


სტიპენდიის კონკურსში მონაწილეთათვის რეგისტრაციის დაწყების დრო: 14:45 საათი

დრო: 23 მაისი, 15:00 საათი

ადგილმდებარეობა: E405 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბანერები