ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საჯარო ლექცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში

ღონისძიებები

2-9 ოქტომბერს ინვალიდ ქალთა და ინვალიდ ბავშვთა დედათა ასოციაცია დეას (პროექტის მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის "ინკლუზიური განათლების განვითარება 9 რეგიონსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სკოლებში” ადმინისტრაცია) პროექტის "ნორვეგიული გზა ინკლუზიისაკენ “ფარგლებში იგეგმება ოსლოს უნივერსიტეტის წარმომადგენელთა საქმიანი ვიზიტი საქართველოში.

პროექტის მიზანია ინკლუზიური განათლების ინოვაციური მსოფლმხედველობრივი საფუძვლებისა და პრაქტიკული რეალიზაციის დასავლეთში აპრობირებული მეთოდების პოპულარიზაცია და მათი დანერგვის ხელშეწყობა საქართველოში.

პროექტის ერთ-ერთი საქმიანობაა საჯარო ლექცია პროფესიული თემის წარმომადგენლებისათვის, რომელიც ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ლექციის მიზანია ინკლუზიური განათლების ნორვეგიული სკოლის გამოცდილების ხელმისაწვდომობის გაზრდა/გაზიარება საქართველოს პროფესიული წრეებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისათვის.

ლექციას ჩაატარებენ ოსლოს უნივერსიტეტის წარმომადგენლები:

ქალბატონი მირიამ შერტენი - ოსლოს უნივერსიტეტის შშმ პირთა განათლების ფილოსოფიის მაგისტრატურის საერთაშორისო პროგრამის დამაარსებელი და აკადემიური პროგრამის კოორდინატორი. იგი არის ევროპაში ცნობილი მკვლევარი ინკლუზიური მსოფლმხედველობისა და მისი დანერგვის თანამდევი პრობლემატიკის სფეროში, განსაკუთრებით ცნობილია მისი ფუძემდებლური კვლევები და ძიებანი მეცნიერებათა შედარებითი სწავლებისა და შესაძლებლობათა შეზღუდვის მქონე (შშმ) პირთა განათლების სფეროში კულტურული ღონისძიებების როლის საკითხებში. ქალბატონი მირიამი ინტენსიურად და ნაყოფიერად მონაწილეობს სხვადასხვა კონტინენტის მრავალი ქვეყნის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის განვითარების პროცესში.

პროფ. ბერიტ ჰიონსენი – ოსლოს უნივერსიტეტის შშმ პირთა განათლების ფაკულტეტის დოცენტი. მისი სამეცნიერო კვლევების საგანია ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის და შშმ პირთა განათლების ისტორია, კერძოდ, აზროვნების ტრადიციები და ვერბალური ურთიერთობები. მისი სამეცნიერო ინტერესის სფეროა ასევე კურიკულუმის და საკლასო განათლების კვლევა, განახლება და თანამშრომლობის განვითარება სხვადასხვა ქვეყნების, კონტინენტების უნივერსიტეტებს შორის.

ლექცია ჩატარდება 4 ოქტომბერს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (A101 აუდიტორია; მის.: ი. ჭავჭავაძის #32).

ბანერები