ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საჯარო ლექცია „გურიელი“ – ბრენდის შექმნა და განვითარება“

ღონისძიებები

5 ივნისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 405 აუდიტორიაში ილიაუნის ბიზნესის სკოლის ოთხივე კურსის დაინტერესებულ სტუდენტებს ვიწვევთ ქართული ჩაის ბრენდის,  „გურიელის“, გენერალური დირექტორის, მიხეილ ჭკუასელის, საჯარო ლექციაზე: „გურიელი“ – ბრენდის შექმნა და განვითარება.

შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა 5 ივნისის 12:00 საათამდე უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია: https://forms.gle/AmaCFY8qtGVLh2oU7

*პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ საჯარო ლექციაში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით.

შეგახსენებთ, რომ სასტიპენდიო კონკურსის მონაწილეებმა ელექტრონული რეგისტრაციის გარდა უნდა გაიარონ რეგისტრაცია შეხვედრის დაწყებისას და დასრულებისას, რისთვისაც საჭიროა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

სტიპენდიის კონკურსში მონაწილეთათვის რეგისტრაციის დაწყების დრო: 16:50 საათი.


დრო: 5 ივნისი, 17:00 საათი.

ადგილმდებარეობა: E 405 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

2019
ბანერები