ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საჯარო ლექცია: გოეთე და ნიცშე

ღონისძიებები

26 ნოემბერს, 19:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი გიწვევთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, გერმანისტის კოკა ბრეგაძის ლექციაზე: „გოეთე და ნიცშე"

მოხსენებაში საუბარი იქნება „ზარატუსტრას“ არაერთ ინტერტექსტუალურ მიმართებაზე გოეთეს „ფაუსტისადმი“ და იმ პოლემიკაზე, რომელსაც ნიცშე უმართავს გოეთეს და მის „ფაუსტს“.

ნიცშეს ფილოსოფიურ შემოქმედებაში, კერძოდ, მის „ასე იტყოდა ზარატუსტრაში“, მრავალი ინტერტექსტუალური შრეა. მაგრამ ნიცშეს ტექსტში უმთავრეს ინტერტექსტუალურ შრეს ქმნის გოეთეს „ფაუსტისადმი“ მიმართება. ამ თვალსაზრისით ისიც საკმარისია, რომ, დიდი ალბათობით, ნიცშემ თავის „ზეკაცის“ (“Übermensch”) კონცეპტისათვის ინსპირაცია სწორედ „ფაუსტიდან“ მიიღო და თავად ტერმინ „ზეკაცს“ სწორედ გოეთეს „ფაუსტს“ დაესესხა - „ზეკაცის“ ტერმინი ნიცშეს ორიგინალური მიგნება კი არ იყო, არამედ მან ეს სიტყვა პირდაპირ გოეთეს ტექსტიდან აიღო, თუმცა მას სხვა შინაარსი შესძინა.

დრო: 26 ნოემბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ილია ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები