ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საჯარო ლექცია: „გენდერი და კონფლიქტი"

ღონისძიებები

20 ოქტომბერს, პარასკევს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A203 აუდიტორიაში ტამპერეს (ფინეთი) უნივერსიტეტის მშვიდობისა და კონფლიქტების კვლევის ცენტრის მკვლევარი ელის ფერონი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „გენდერი და კონფლიქტი". ლექცია გაიმართება კვლევითი სემინარის – „ანთროპოლოგია, ისტორია, სოციოლოგია" ფარგლებში.

პრეზენტაცია წარმოადგენს სქესისა და კონფლიქტის გადაკვეთის სხვადასხვა წერტილს: თუ როგორ ხდება მდედრობითი და მამრობითი სქესის კონსტრუირება კონფლიქტისა და ომის დროს, ამ ცვლილებათა გავლენას კონფლიქტურ/პოსტ-კონფლიქტურ კონტექსტში, ასევე სქესსა და ეთნიკურობას როგორ იყენებენ ნარატივებსა და პოლიტიკურ დისკურსში. განხილული იქნება ურთიერთდამოკიდებულება სქესს, მილიტარიზმსა და ომს, სქესსა და ხელისუფლებას და, კიდევ უფრო ზოგადად, სქესსა და სოციალურ სტრუქტურებს შორის. პრეზენტაციის მიზანია კონფლიქტსა და სქესს შორის ურთიერთდამოკიდებულების ანალიზი.

ინფორმაცია ელის ფერონის შესახებ გთხოვთ, იხილოთ ბმულზე: http://www.uta.fi/yky/en/research/tapri/Staff/feron.html

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 20 ოქტომბერი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: A203 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის N 32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

2017 წელი

ბანერები