ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საჯარო ლექცია - გარემო და განვითარება

ღონისძიებები

8 ივნისს, 16:00-ზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 101 -ე აუდიტორიაში (ი. ჭავჭავაძის გამზ. 32) ეუთოს გარემოსდაცვითი პროექტის ,,ორჰუსის ცენტრი საქართველოში“ ფარგლებში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: ,,გარემო და განვითარება“.

დღეს უკვე კარგად არის გააზრებული, რომ ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული განვითარების არსებული ტენდენციები ვერ უზრუნველყოფს ადამიანის გარემოსთან ჰარმონიულ თანაცხოვრებას, რაც, თავის მხრივ, ადამიანის კეთილდღეობის წინაპირობაა. სწორედ ამ რეალობის გათვითცნობიერების პასუხია დღეს მსოფლიო პოლიტიკურ არენაზე მდგრადი განვითარების პრინციპების ფართომასშტაბური დანერგვისა და განხორციელების შესახებ მსჯელობა. აღნიშნული ლექციის მიზანია, წარმოაჩინოს არსებული განვითარების ტენდენციების და გარემოსდაცვითი პრობლემების კავშირი,  მდგრადი განვითარების დანერგვის აუცილებლობა, აღნიშნული ცნების არსი,  მიღწეული პროგრესი და არსებული პრობლემატიკა.

ბანერები