ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საჯარო ლექცია „გარაჟი – აშენებული დროებითობა “

ღონისძიებები

4 მაისს, 18:00 საათზე, ილიას სახელწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში პროექტ „სტუდენტ-არქიტექტორთა თბილისის ოლიმპიადის“ ფარგლებში  გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე „გარაჟი – აშენებული დროებითობა“.

ლექციას წაიკითხავს  ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის  დოქტორანტი, ბარსელონის უნივერსიტეტის მაგისტრი ურბანულ დიზაინში, ''Tbilisi Architecture Biennial 2018''-ის დამფუძნებელი თინათინ გურგენიძე.

ლექციაზე განიხილება ავტოფარეხების ტრანსფორმირებული სივრცეების ნარატივი.

პროექტ „სტუდენტ-არქიტექტორთა თბილისის ოლიმპიადის“ მიზანია, თბილისის ავტოფარეხებისა და მათ მიერ დანაწევრებული საზოგადოებრივი სივრცეების გადააზრება, მათი პოტენციალის აღმოჩენა და განვითარების სცენარების  შემუშავება ლოკაციებისა და მოცემულობების გათვალისწინებით.

პროექტში მონაწილე  სტუდენტები შეიძენენ გამოცდილებას, რომელიც ითვალისწინებს საზოგადოებრივი სივრცეების ანალიზს და სოციალურ კვლევაზე დაყრდნობით ქალაქში არსებული პრობლემების გამოვლენას, აგრეთვე მოსახლეობასთან მჭიდრო მუშაობით მათი გაუმჯობესების სცენარების შეთავაზებას.

პროექტის დამფინანსებელია ქ. თბილისის მერია და  მას ახორციელებენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტები და  “Urban Experiments Group”-ი.

დრო: 4 მაისი, 18 საათი 

ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

 

ბანერები