ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საჯარო ლექცია ფსიქოანალიზსა და ბავშვთა ფსიქოპათოლოგიაში

ღონისძიებები

2 ნოემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო და დენი დიდროს უნივერსიტეტებს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, ერასმუს მობილობისა და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, გაიმართება საჯარო ლექცია, რომელსაც წარუძღვებიან დიდროს უნივერსიტეტის დეპარტამენტის – „ფსიქოანალიტიკური კვლევები“ და პარიზის ფსიქოანალიტიკური ფორმაციისა და ფროიდიანული კვლევების ასოციაციის (Espace Analytique-Assotiation De formation Psychanalytique et de Recherche Freudien) ფსიქოანალიტიკოსები.

მომხსენებლები:

ალენ ვანიე (Alain Vanier)

ფსიქოანალიტიკოსი, ფსიქიატრი, დენი დიდრის უნივერსიტეტის დამსახურებული პროფესორი, ლაბორატორიების – „ფსიქოანალიტიკური ფსიქოპათოლოგიის კვლევითი ცენტრი“ და „ფსიქოანალიზი, მედიცინა და საზოგადოება“ – ხელმძღვანელი; ფსიქოანალიტიკური ასოციაცია Espace Analytique-ის ექსპრეზიდენტი, 200-ზე მეტი სტატიისა და მრავალი წიგნის ავტორი.

მოხსენების თემა: „ინფანტილური სექსუალობა“ (მომხსენებელი განიხილავს ფროიდის ნაშრომის „სამი ესე სექსუალობის თეორიის შესახებ“ მნიშვნელობას ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოპათიოლოგიის გაგებისათვის)

კატრინ ვანიე (Catherine Vanier)

ფსიქოანალიტიკოსი, პედოფსიქიატრი, ფსიქოპათოლოგიის დოქტორი, დიდროს უნივერსიტეტის ლაბორატორიის „ფსიქოანალიზი, მედიცინა და საზოგადოება“ მკვლევარი; ასოციაცია Espace Analytique-ის საპატიო წევრი. არაერთი წიგნისა და სტატიის ავტორი.

მოხსენების თემა: „ნეონათოლოგია და ფსიქოანალიზი – რას ნიშნავს იყო ფსიქოანალიტიკოსი ნეონათოლოგიაში?“

კატრინ სალადენი (Catherine Saladin)

ფსიქოანალიტიკოსი, პარიზის ფსიქოანალიტიკური ფორმაციისა და ფროიდიანული კვლევის ასოციაციის წევრი (Espace Analytique), რამდენიმე წიგნისა და სტატიის ავტორი, ბავშვთა ფსიქოანალიტიკოსი პედოფსიქიატრიის სექტორში; ასოციაცია „მწვანე სახლის“ თანადამფუძნებელი (თბილისი 2006 წ.).

მოხსენების თემა: „სხეულის არაცნობიერი ხატი-ფრანსუაზ დოლტოს მიხედვით“

სამუშაო ენა: ფრანგული (თანმიმდევრული ქართული თარგმანით)

დრო: 2 ნოემბერი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 

დასწრება თავისუფალია. 

ბანერები