ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საჯარო ლექცია ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობების შესახებ

ღონისძიებები

8 ივნისს, პარასკევს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტის (UAB) პროფესორის, ფრენსის სიერას საჯარო ლექცია თემაზე: „ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობები“.

მომხსენებელი ისაუბრებს შემდეგ საკითხებზე: ადრეულ 90-იან წლებში პოსტსაბჭოთა სივრცის მშენებლობა, აღნიშნული სივრცის ქვეყნებს შორის ურთიერთუნდობლობა და ფერადი რევოლუციები; მომოიხილავს 2000-იანი წლებიდან პუტინის პრაგმატულ ნაციონალისტურ პოლიტიკას და აღნიშნულთან დაკავშირებით, ევროკავშირის მხრიდან განსხვავებული ტიპის სენტიმენტებს; ლექციაზე საუბარი იქნება უკრაინულ კრიზისსა და ახალი ტიპის საერთაშორისო წესრიგზე, რომლის ფონზეც განიხილება სამომავლო პერსპექტივები რუსეთ-ევროკავშირის ურთიერთობებისა.

პროფესორ ფრენსის სიერას საკვლევი სფეროები მოიცავს ევროპისმცოდნეობასა და ეთნიკურ კონფლიქტებს აღმოსავლეთ ევროპაში, რომელზეც მას გამოქვეყნებული აქვს არაერთი წიგნი და სტატია.

დრო: 8 ივნისი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

დამატებითი შეკითხვებით მიმართეთ:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების სამსახურს
ელფოსტა: erasmusplus@iliauni.edu.ge
ტელ.: (995 322) 220009 - 367 (ext)

2018

ბანერები